воскресенье, 19 июня 2016 г.

ტრენინგის მე-9 დღე

დავასრულეთ ტრენინგი, ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი ნამუშევრები. მადლობა ქალბატონ ეკას ასეთი საინტერესო და მრავაფეროვანი ტრენინგის ჩატარებისათვის!

დავით აღმაშენებელი

იხილეთ ჩემი პროექტის მასალები.

суббота, 18 июня 2016 г.

ტრენინგის მე-8 დღე

დღეს განვიხილეთ მოდული 6.   შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი, რაც დამეხმარა იმაში, რომ განმესაზღვრა რამდენად კარგი სტრატეგია მაქვს არჩეული. გავწერეთ სასწავლო პროცედურები და ვისაუბრეთ სასწავლო რესურსებზე. თუ რა ტექნიკური რესურსი მჭირდება პროექტის განსახორციელებლად.

воскресенье, 5 июня 2016 г.

ტრენინგის მე-7 დღე

დღეს ვისაუბრეთ პროექტის პორტფოლიოს შეფასების რუბრიკებზე. გეგმაში გავწერეთ თუ როგორ გავითვალისწინებ მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებს და შევავსეთ დიფერენცირებული სწავლება. ასევე შევქმენით საავტორო უფლებების ფაილი. დეტალურად გავარჩიეთ სასწავლო პროცედურები.

суббота, 4 июня 2016 г.

ტრენინგის მე-6 დღე

      დღეს  განვიხილეთ  მოდული  4.  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომის  შექმნა.      შევქმენით  პრეზენტაცია  და  განვათავსე  ჩემს  საქაღალდეში.  შემდეგ  ჩამოვაყალიბეთ მოსწავლის  ნაშრომის  შეფასების  რუბრიკა  და  განვიხილეთ  მისი  თითოეული  პუნქტი.

воскресенье, 29 мая 2016 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის  მეხუთე  დღეს  ვნახეთ  უკუკავშირის  საჩვენებელი  ფორმა.  გავარჩიეთ  უკუკავშირის   მიცემის  რჩევები  და  მეთოდები.  ჩვენს  მიერ  შექმნილი  პრეზენტაცია  ავტვირთეთ  ბლოგზე  და  დრაივში.  შევქმენით  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომები.

დავით აღმაშენებელი

>

суббота, 28 мая 2016 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს. პროექტის გეგმაში გავწერეთ შეფასების დროის ჩარჩო. განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებების ჩეკლისტი. ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს მოსწავლეთა პროგრესის შეფასებაზე. დავათვალიერეთ პროექტის პრეზენტაციები და შევქმენით ჩვენი პროექტის პრეზენტაცია

воскресенье, 15 мая 2016 г.


ტრენინგის მე-3 დღე

  ტრენინგის მესამე დღეს  მოდული ორის მიხედვით ვისაუბრეთ სტანდარტებზე და ინდიკატირებზე.  გადმოვწერეტთ ინტერნეტიდან  და  პროექტს მიუსადაგეთ ჩვენთვის საჭირო სტანდარტი და ინდიკატორი.  დეტალურად გავარჩიეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები და გავაცანით კოლეგებს. გავითვალისწინეთ მათი რეკომენდაციები.

суббота, 14 мая 2016 г.

ტრენინგის მე-2 დღე

   ტრენინგის მეორე დღეს  ვისაუბრეთ პუბლიკაციის დანიშნულებაზე სასწავლო პროცესში,ავირჩიეთ თემები ინტერნეტიდან, გადმოვტვირთეთ სასურველი სურათები და შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი.  დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.